ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით
- პროექტის სახელი:ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით.
- პროექტის მოკლე აღწერა:პროექტის მიზანია
- მარტვილის რაიონის ზოგიერთი ღირშესანიშნაობების შესწავლა.(მარტვილის სამონასტრო კომპლექსი, ჭყონდიდის ეპარქია და დადიანების საზაფხულო რეზიდენცია)
- პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ისტორიისა და ინგლისური ენის მასწავლებლების დახმარებით სკოლისა და ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ინტერნეტსაიტების მეშვეობით მოიძიებენ მასალებს მარტვილის სამონასტრო კომპლექსის, ზუგდიდის ეპარქიის და დადიანების საზაფხულო რეზიდენციის შესახებ.
- ქართულ ენაზე მოპოვებული მასალები ინგლისური ენის მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეების მიერ ითარგმნება ინგლისურ ენაზე.
- მოსწავლეების მიერ მომზადებული იქნება ქართულ–ინგლისურ ენოვანი მხატვრული კომპოზიცია, რომელიც წარმოდგენილი იქნება საზოგადოების წინაშე მარტვილის მონასტრისა და დადიანების რეზიდენციის ეზოში.
- მოსწავლეები ადგილობრივი გიდის დახმარებით გაეცნობიან აღნიშნული ღირშესანიშნაობების შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას.
- მოსწავლეები ვიდეო და ფოტო აპარატის საშუალებით ასახავენ აღნიშნულ პროცესებს.
- მასწავლებლის დახმარებით მოამზადებენ ვიდეო ფილმს, შექმნიან პრეზენტაციას.
- ვადების ხანგრძლივობა:1თვე
- სამუშაო ენა:ქართული,ინგლისური.
- მონაწილეები სხვა სკოლიდან:
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმებთან კავშირი:
- მასალის მოძიების დახარისხების,კვლევის,უცხო ენაზე თარგმნის,შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარების,საქართველოს ისტორიისა და უცხო ენების ინტეგრირებული სწავლების, კომუნიკაციის, ისტ–ის სასწავლო პროცესში გამოყენების, პრეზენტაციის უნარ–ჩვევების განვითარება.
- სარგებლობა სხვებისათვის:სკოლის სხვა მოსწავლეები გაეცნობიან მოპოვებულ მასალებს მარტვილის რაიონის ღირშესანიშნაობების შესახებ და პედაგოგები გაეცნობიან პედაგოგთა გამოცდილებას.
- პროექტის ფასილიტატორი: ნინო ჭიჭაღუა
- ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ninialeko@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий